ჩინეთში Apple-ის მოწყობილობების წარმოება ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო საფრთხის ქვეშაა. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ი და Nikkei წერს.
iPhone-ის შემქმნელი საწარმოები პროვინცია ხენანში და გუანდუნში მდებარეობს. ეს პროვინციები ვირუსის აფეთქების ქალაქ უხანთან 500 კილომეტრში მდებარეობს. ბოლო მონაცემებით, ამ პროვინციებში დაავადების 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
წყაროების ცნობით, Apple გეგმავდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში 80 მილიონ iPhone-ს შეაგროვებდნენ და წარმოებას 10%-ით გაზრდიდნენ წინა წელთან შედარებით, თუმცა ეს გეგმა შესაძლოა ჩაიშალოს.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ Apple-ს ჩინეთში დაახლოებით 10 ათასი თანამშრომელი ჰყავს. ბოლო დღეების განმავლობაში, ბევრი მათგანი სამსახურში არ მისულა და უცნობია, ეს კომპანიაში სთხოვეს თუ საკუთარი ნება იყო.
ამ ეტაპზე კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 106-ს აღწევს. დაინფიცირების შემთხვევები ჩინეთის გარდა დაფიქსირდა იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, სინგაპურში, ვიეტნამში, აშშ-ში, საფრანგეთსა და გერმანიაში.
კომენტარები