ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის საკითხებში ჩინეთის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ხოლო 36 პაციენტი საავადმყოფოებიდან გაწერეს.
კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ცზილინის პროვინციაში 45 წლის ქალს დაუდასტურდა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 82 886 შემთხვევა დაფიქსირდა, 77 993 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 633 გარდაიცვალა.
7 მაისს ჩინეთის ყველა რეგიონში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური საფრთხის დონე დაბალი გახდა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის საკითხებში ეროვნულ კომიტეტში განაცხადეს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არ დარჩა რეგიონი, სადაც ეპიდემიოლოგიური საფრთხის დონე საშუალო ან მაღალია.
კომენტარები