ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში რამდენიმე ათასი ადამიანი დაინფიცირდა ბაქტერიული დაავადებით, რომელიც ხელისუფლების განხადებით, გამოწვეულია გასულ წელს ბიოფარმაცეფტულ ქარხანაში მომხდარი ეპიდემიის გავრცელებითა და გაჟონვით.
ქალაქ ლანჯოუს ჯანმრთელობის უწყებამ დაადასტურა, რომ 3245 ადამიანი ბრუცელოზის ინფექციით დაავადდა. ადამიანების აღნიშული დაავადებით დაინფიცირების გამომწვევი მიზეზი ხშირად მსხვილფეხა პირუტყვთან კონტაქტია, რომელიც ბრუცელის ბაქტერიის მატარებელია. ჯანდაცვის სამსახურების თქმით, ამ დრომდე არ დაფიქსირებულა გარდაცვალების შემთხვევები. საერთო ჯამში 21 847 ადამიანი იქნა შემოწმებული ზემოხსენებულ ინფექციაზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აქვეყნებს.
ადამიანებზე ბრუცელოზის გადადება ძირითადად ხდება დაავადებული საქონლის რძის ნაწარმი პროდუქტების მიღებისას ან ინფიცირებული პირუტყვის ხორცის ჭამისგან.
კომენტარები