ჩინეთში კორონავირუს 2019-nCoV-ით დაღუპულთა რიცხვი ერთ ღამეში 108-ით გაიზარდა და 1016 მიაღწია. ამ დროისთვის დაინფიცირებულია 42638 ადამიანი. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო დატოვა 4000 პაციენტმა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა აშშ-ის სან-დიეგოს ოლქში. ამერიკაში სულ 398 ადამიანი შემოწმდა ვირუსზე და აქედან 13 შემთხვევა დადასტურდა. 318 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 68 ადამიანი შედეგების პასუხს ჯერ კიდევ ელოდება.
კომენტარები