ჩინეთში, ახალი კორონავირუსით ბოლო ერთი დღის განმავლობაში კიდევ 97 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 908-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ BBC-ი წერს.
მსოფლიოს მაშტაბით, კორონავირუსით 40 710 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 40 171 ჩინეთში, 539 კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
დღეს ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავლენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან.
ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობამ მწვავე რესპირატორული სინდრომის, SARS-ის, შედეგად 2002-2003 წლებში დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა.
კომენტარები