ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, ფენგუანის დასახლებაში, ქვანახშირის მაღარო დაიტბორა. შედეგად, მიწის ქვეშ 30-მდე ადამიანი აღმოჩნდა, – წერს Channel News Asia.
მაშველებმა 29 ადამიანიდან 8-ის ზედაპირზე ამოყვანა შეძლეს, თუმცა 21 მუშა კვლავ დატბორილ მაღაროშია.
სამაშველო სამსახურის ცნობით, სამუშაოს რთული რელიეფი ართულებს. მაშველები დატბორილი მაღაროდან წყლის ამოტუმბვასა და ჰაერის მილებით მიწოდებას ცდილობენ.
კომენტარები