ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით ტურიზმი თვეში, სულ მცირე, 30 მილიონის ზარალს განიცდის. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად დიდი ზარალისა, მთავარი მაინც მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა და მთავარობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა დაცული იყოს.
ცნობისთვის, საქართველომ პრევენციის მიზნით, ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. ვირუსის ირანში გავრცელების შემდეგ კი, 23 თებერვალს, ამ ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.
ასევე არ გამორიცხავენ მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ალჟირში. ვირუსი გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის 37-მდე ქვეყანაში.
სულ კორონა ვირუსით გარდაცვლილია 2 765 ადამიანი, დაინფიცირებულია 80 ათას ადამიანზე მეტი და დეკემბრის შემდეგ გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა 30 ათასს აღემატება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთში 100-მდე გამოჯანმრთელებულ ადამიანს კორონავირუსი კიდევ ერთხელ დაუდასტურდა.
კომენტარები