მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროდან ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის შვიდი მოქალაქეა ჰოსპიტალიზებული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ სამედიცინო წრეებზე დაყრდნობით ავრცელებს. მწვავე რესპირატორული ვირუსის სიმპტომების მქონე პირები რუსეთის დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვოიკოვსკის რაიონის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ. ჩინეთის შვიდ მოქალაქეს მაღალი სიცხე ჰქონდა.
ამჟამად შვიდივე პირი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„რეზონანსი“
კომენტარები