“ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მწერალი, მერაბ შათირიშვილი:
“ჩიტმა მომიტანა ამბავი: ადგილობრივ არჩევნებზე პირველ-მეორე ადგილების ხმებს “ოცნება” და გახარიას ახალი პარტია გაიყოფენ, თუ 43 პროცენტზე (და თუ საერთოდ ახლად წარმოდგენილ 43 პროცენტიან ზღვარს დათანხმდა და არა იმას, რაზედაც 16 აპრილს მოაწერა ხელი, რომელშიც 40 პროცენტზეა საუბარი) ნაკლები ერგო “ოცნებას”, 2022 -ში დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და 2012 წლის არჩევნებში მიღებული 62 პროცენტიც რომ გაიყოს “ოცნებამ” და გახარიას ახალმა პარტიამ, ოპოზიცია ხახამშრალი დარჩება, რადგან კონსტრუქციული ოპონირება ითვალისწინებს, მთავრობის შემადგენლობაც ჩამოყალიბდეს და პარლამენტმაც იფუნქციონეროს კონსტრუქციული დიალოგისა და კამათის ფორმატში…
ასე რომ, ჭკვიანურად დაგეგმილი გათვლაა და იგი პოლიტიკურად დამანგრეველია დაბალი პროცენტიანი პარტიებისთვის, ხოლო ნაცმოძრაობას მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი აღარ შერჩება… ვნახოთ, როგორ გამართლდება ჩიტის მიერ მოტანილი წინასწარმეტყველება…”
კომენტარები