სამგორის რაიონის გამგეობასთან პარტია „ლელოს“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები გამგეობასთან სამგორის რაიონის გამგებლის კახა სამხარაძის გადადგომის და ბოდიშის მოხდის მოთხოვნით მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
პარტია „ლელოს“ წევრი და საკრებულოს დეპუტატი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ კახა სამხარაძის სტატუსი მთელი საქართველოს შეურაცხყოფაა და ის დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამხარაძის დაკავებული თანამდებობიდან მოხსნის მოთხოვნით თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავენ.
„ვითხოვთ ბოდიშის მოხდას და გადადგომას {გამგებლის} და თუ თვითონ არ გადადგება და ვერ მიხვდება, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და პასუხისმგებლობა პრაქტიკულად არ გააჩნია, მაშინ კახა კალაძეს ვთხოვოთ გადააყენოს, მოხსნას ეს ადამიანი დაკავებული თანამდებობიდან. ეს არის შეურაცხყოფა არა მარტო ჩემი და ჩემი მეგობრების, არამედ მთელი საქართველოს შეურაცხყოფაა. იცის საერთოდ სულხან-საბა ვინ არის? ვიღაცამ უპოვა რაღაცა გამართლება, ეს ხომ მოსწონთ, რაღაცას იტყვიან და მთელი „ქართული ოცნება“ „გაპრავებას“ უნდება“, – ამბობს საკრებულოს წევრი ვატო სურგულაძე
კომენტარები