ჩიხირთმა – წვნიანების მეფე ?
ინგრედიენტები:
ქათამი – 1 ცალი
ხახვი – 2 თავი
კვერცხი – 5 ცალი (მხოლოდ გულები)
ძმარი – 2 ს/კ
ფქვილი 2-3 ს/კ (გააჩნია რამდენად სქელი კონსისტენციის გიყვართ)
ქინძი – 50 გ
მარილი გემოვნებით
?? მომზადების წესი:
ქათამი დავჭრათ, ჩავაწყოთ ქვაბში და დავასხათ წყალი ისე, რომ გაივსოს ქვაბი და ნაჭრებიც დაიფაროს, დავუმატოთ ცოტაოდენი მარილი. მოხარშული ქათმის ნაჭრები ამოვიღოთ და შევინახოთ.
ქათმის ნახარში გავცრათ, საცერში ან მარლაში.
მოვხადოთ ცხიმი, გადავიტანოთ ცალკე ქვაბში. ჩავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნელ ცეცხლზე მოვშუშოთ გაოქროსფრებამდე. დავამატოთ ბულიონის ნახევარი და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე.
ცალკე ჭურჭელში ავთქვიფოთ კვერცხის გულები, მარილი, ცოტაოდენი შეგრილებული ბულიონი, შემდეგ ამ მასას ხელის სწრაფი მოძრაობით შევათქვიფოთ ფქვილს და დავუმატოთ ძმარი, ბოლოს გავაერთიანოთ ქათმის ბულიონის დარჩენილ ნაწილთან და ჩავასხათ ქვაბში. თან არ უნდა შევწყვიტოთ თქვეფა, რათა კვერცხი არ აგვეჭრას.
ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და მარილი გემოვნებით, დავასხათ თეფშზე და ჩავაწყოთ მასში წინასწარ გამზადებული მოხარშული ქათმის ნაჭრები.
გემრიელად მიირთვით!
კომენტარები