ქალაქ ბოლნისში მიმდინარე წლის 19 ივნისს, მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, 1991 წელს დაბადებული ი.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა – ტარების ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისში მომხდარი დაპირისპირებისას, რა დროსაც 1 პირი სასიკვდილოდ დაიჭრა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ი.ჩ.-ც, რომელსაც თან ჰქონდა სამართალდამცველების მიერ ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
სისხლიანი გარჩევა ბოლნისში 19 ივნისის საღამოს, მიტოვებულ სახლში, მოხდა. ჩხუბში 30-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ადგილობრივებმა 5-ზე მეტი გასროლის ხმა გაიგეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩხუბში მონაწილეები ბოლნისელები არ იყვნენ.
კომენტარები