ცესკოს ამ დროინდელი მონაცემებით, ჩოხატაურის მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით შარაშიძე აირჩიეს.
39 უბნიდან დათვლილია 38 უბნის შედეგები, რის მიხედვითაც ხმები ასე გადანაწილდა:
დავით შარაშიძე, „ქართული ოცნება“ _ 61,86%;. ნონა სიხარულიძე, „ნაციონალური მოძრაობა“ _ 21,82%; პაატა ბერიშვილი, „საქართველოსთვის“ _ 12,15%; მალხაზ ჩხიკვაძე, „ლელო“ _ 4,18%.
დავით შარაშიძე:
“ჩემო ჩოხატაურელებო, დიდი მადლობა არჩევნებში მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი ნდობა გავამართლო, მიგულეთ თითოეული თქვენგანის გვერდით.ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და ერთად გავაგრძელებთ წინსვლას!”
კომენტარები