ჩოხატაურში, სოფელ შუა ამაღლებაში მამამ შვილი მოკლა. ახალგაზრდა ბიჭს სასიკვდილო ჭრილობა მამამ დანით მიაყენა.
ახალგაზრდა კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მკვლელობის მიზეზი უცნობია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო. ადგილი ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით მამა, რომელიც შვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დაკავებულია.
კომენტარები