“ფორმულას” ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს. ინციდენტი, სავარაუდოდ, შენობაში განთავსებული ბანკომატის გაძარცვის მიზნით მოხდა.
დაზიანებულია შენობა, ჩამსხვრეულია შუშები და ასევე დაზიანებულია ბანკომატი.
შსს-ს ცნობით, საქმე სისხლის სამართლის 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები