„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში სმს შეტყობინებას აქვეყნებს. რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღის წესრიგს ეხება და წერს: “ჩოხით ვაპირებ“
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს გაიმართება.
განკარგულების თანახმად, სხდომა 12:00 საათზე დაინიშნა.
არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის.
კომენტარები