ლუკა სირაძის საქმის პროკურორი მარიანა ჩოლოიანი კომპანია RMG Gold-ში დასაქმდა – ამბობს მოძრაობა “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია.
“ჩოლოიანი ხომ გახსოვთ? ლუკა სირაძე რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს პოლიციაში, მერე ხელი რომ დააფარეს ბევრს, ეს რომ სულ ცოტა ხნით ჩასვეს, ადრე გამოუშვეს. ხოდა ეხლა როჯ გოლდშია დასაქმებული, აი იმაში საყდრისი რომ ააფეთქა. მოძალადეების მთავრობა უნდა წავიდეს!”
შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი გამომძიებელი, მარინა ჩოლოიანი 2020 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც “მწვანე სკოლაში” მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ფსიქოლოგიური ტერორის გამო, დაკითხვიდან გამოსულმა 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 3 ჭლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა . თავად ჩოლოიანი წაყენებულ ბრალს არ აღიარებდა.ჩოლოიანი ციხიდან ვადაზე ადრე, ე.წ. უდოს კომისიისთვის მეორედ მიმართვის შემდეგ გაათავისუფლეს.
კომენტარები