მსახიობი, ზურა პირველი, სოციალურ ქსელში, წერს:
“კიდევ ერთი ძალიან უცნაური და ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი პოზიცია:
უკვე ბევრგან წავიკითხე (მათ შორის ეკლესიის ერთი მსახურის პოზიციაც ასეთია), რომ მარიანა ჩოლოიანზე გადატეხეს ჯოხი და ეს უსამართლობაა.
გესმით, თურმე 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობამდე მიყვანისათვის 3 წელი პატიმრობა ჯოხის გადატეხვად აღიქმება ბევრისთვის!!!
რა თქმა უნდა, დამნაშავეა სისტემა, დამნაშავეა სკოლა, თავისი დირექტორ-მასწავლებლებიანად, დამნაშავეა პოლიცის ყველა თანამშრომელი, რომელიც ამ დაკითხვას ესწრებოდა და ყველა უნდა დასჯილიყო… ან სულ ცოტა, თანამდებობიდან მაინც უნდა გათავისუფლებულიყვნენ… მაგრამ ჩოლოიანინსათვის 3 წლის მისჯა ჯოხის გადატეხვა კი არა, სანატორიუმის საგზურია…
მითუმეტეს, რომ ამის მსგავსი დანაშაული უკვე ჩადენილი აქვს, რის შემდეგაც იგივე თანამდებობაზე დატოვეს… ისიც კი დაიჩივლეს: ცხოვრება და კარიერა დაუნგრიეს ჩოლოიანს, ცოდოაო…”
კომენტარები