ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ჩორჩანას ტყეში რუსი ოკუპანტები თავისუფლად გადაადგილდებიან. მას შემდეგ, რაც მან საოკუპაციო ხაზთან დაბრუნება შეძლო, ქართველმა სამართალდამცავებმა ის ტყის ნაწილში აღარ შეუშვეს. ქაცარავას თქმით, მოძრაობის წევრები 2 კვირის წინ ტყის შიდა ნაწილში თავისუფლად გადაადგილებოდნენ.
ქაცარავა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ადგილზე კონტროლი გაამკაცროს.
“ტყის ეს ნაწილი წარმოადგენს ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რისი მტკიცებულებებიც ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს უკვე არაერთხელ და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს შეფერხება, ეს შეზღუდვა, რაც ჩვენ დაგვიწესეს და არ შეგვიშვეს გუშინ ტყეში ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ალბათობით, საფუძვლიანი ეჭვის დონეზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსებმა, შესაძლოა დაიწყეს გადმოწევა [სასაზღვრო] ხაზის. ეს შეიძლება აბსოლუტურად ბუნებრივიც იყოს, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსებს უქმნის კომფორტის ზონას და იმ 208 კვადრატულ კილომეტრზე, რომელიც წარმოადგენს ახალ საოკუპაციო ტერიტორიას და არ შედის 2008 წლის ომის შედეგებში, უთმობს, ასე ყოველგვარი შეწინააღმდეგების გარეშე,” – განაცხადა ქაცარავამ.
კომენტარები