„კომედი ჯგუფის“ მსახიობი „ჩცდ“-ს ლუნა, ქეთი ხუციშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ცეკვავს, ოთახში შემოსული შოთა ნოზაძე – „თენგო“ კი მოულოდნელად თავს ესხმის. ვიდეო დადგმულს გავს, თუმცა ქეთი არაფერს ამხელს.
ქეთი ხუციშვილი: – რეპეტიცია მქონდა, ვცეკვავდი და შოთა შემომეჭრა. არც სცენის ნაწილია, არც სკეტჩის სხვა რაღაცაა. ვცეკვავდი, ვმაიმუნობდი და „მცემა“. შოთასგან ყველაფერს ვიტან, „ძმა“ არის და აბა, რა ვქნა? გაბრაზება იცის ხოლმე შოთიკომ.
– თენგოსი რა აქვს შოთას?
– აბსოლუტურად არაფერი.
– არც სიფიცხე?
– არა, იცით, რა კარგი ბიჭია? საერთოდ განსხვავებულია თენგოსგან, არადა, ერთი-ერთში ჰგონიათ შოთა და თენგო. საერთოდ სულ სხვა ადამიანია.
– „ჩცდ“ არ გენატრებათ?
ჩემი „პოპულარობა“ სერიალიდან მოდის და ნოსტალგია მაქვს, მაგრამ არაფერს ვნანობ. კარგად მოვერგე „კომედი ჯგუფს“ და ყველანაირად კარგად ვარ აქ.
კომენტარები