თამთა ნიგურიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“როცა დაიწყო პანდემია, სასულიერო პირების უდიდესი ნაწილი ამბობდა, რომ კორონა არ არსებობს ან ჩვეულებრივი გრიპია და ხალხს ატყუებენ და
რომ რელურად არავინ კვდება.
მერე დავინახეთ, რომ კვდება ხალხი და შეცვალეს რიტორიკა, მხოლოდ მოხუცებს კლავს და თანმხლებ დაავადებების მქონე ხალხსო, გეგონება, ვინმეს სიცოცხლე ზედმეტი იყოს.
მერე შემოვიდა ვაქცინა და არ აიცრათ-ო _ დაიწყეს ქადაგება.
ახლა თავად იცრებიან და უმეტესობა ჩუმად იცრება.
მრევლს კი არ მოუწოდებს, რომ აიცრას.
არაიცრათ ალბათ უფრო მარტივი საქადაგებელი იყო, დაჩიპვაზე აგებული თეორიებით, ვიდრე აიცრათ, რომელსაც მეცნიერებაზე აგებული არგუმენტები უნდა, დაგუგვლა და ექიმების პოსტების კითხვა უნდა.
ის მაინც თქვით საჯაროდ, რომ თქვენ აიცერით.
არ ღირს თქვენი იმიჯი არცერთი ადამიანის სიცოხლის ფასად და თუ მაინც ასე დაჰკანკალებთ თქვენს ყალბ ავტორიტეტებს, თქვით ხმამღლა, რომ ცდებოდით, რომ კორონა მართლა არსებობს თურმე, რომ კორონა მართლა კლავს თურმე და არა მხოლოდ მოხუცებს და რომ ვაქცინის გარდა ახლა სხვა გამოსვალი არ გვაქვს და რომ თავად აიცერით და მარხვა-ლოცვის იმედად არ დარჩით.
ნუ მალავთ!
მაინც ჟონავს ხმები, დადეთ ფოტოები, დადეთ პოსტები, გადაარჩინეთ მრევლი, ითხოვეთ შენდობა შეცდომისთვის, კიდევ უფრო აღფრთოვანდება თქვენით მრევლი, თორემ ჩუმ-ჩუმად რომ დაძვრებით აცრებზე და ამბიონიდან ვაქცინას 666 უკავშირებთ, ყველაზე ბრმა და ფანატიკოს მრევლსაც დაკრგავთ ასეთი ტყუილების გამო.”
კომენტარები