პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, ტვ პირველთან, სალომე ზურაბიშვილზე, ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალებასა და პრეზიდენტის დამოკიდებულებაზე ივანიშვილთან და ქართულ ოცნებაზე საუბრისას, ამბობს:
–დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პრეზიდენტი არანაირ ვალდებულებებს არ გრძნობს არც კობახიძის გუნდთან და არც ქართულ ოცნებასთან, ის ახლა ყველაზე დიდ ვალდებულებას გრძნობს ქვეყნის წინაშე. გზაგასაყარზე ვდგავართ და როგორ შეიძლება კობახიძე და ქართული ოცნება იყოს სალომე ზურაბიშვილისთვის უფრო დიდი ფაქტორი, ვიდრე საკუთარი ქვეყანა, რომლისთვისაც ბევრი რამ გაუკეთებია, მე რისი მომსწრეც ვარ. ამიტომ ვარ ამაში დარწმუნებული.
კი, ზურაბიშვილი დამოუკიდებელია. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, არ აქვს მას ივანიშვილთან კონტაქტი დიდი ხანია.
ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლად მიიღებს ნიკა გვარამიას შეწყალებაზე გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რა გზავნილებიც და მოკითხვებიც უნდა გაუგზავნონ და კითხვას, ხომ არ დგას ამ გზავნილების და მოკითხვების უკან ივანიშვილი, უარყოფითად პასუხობს.
–დარწმუნებული ვარ, დამოუკიდებლად იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რისიც სჯერა. ასე ვიცნობ მე პრეზიდენტს. დიდი მოლოდინით ველოდები შემდეგ ნაბიჯებს, ახლა საპასუხისმგებლოა, კონსოლიდირება მოახერხოს პრეზიდენტმა საზოგადოების იმ დიდი ნაწილის, რომელიც საჭიროებს ევროპული იდეის ირგვლივ გაერთიანებას. დაქსასული, დასუსტებული ოპოზიცია ხელისუფლების დამსახურებაა და უსამართლო რეჟიმის. საზოგადოებას, რომელიც ცდილობს საკუთარი იდეის თავმოყრას და ეს მარტის მოვლენებმა აჩვენა, დასაყრდენი წერტილები სჭირდება და პრეზიდენტს აქ ვხედავ და მგონია, ეს მას საკმაოდ კარგად გამოუვა და ჩვენ ამაში დავეხმარებით, მე პირადად და ბევრი ადამიანია მოსურნე.
კომენტარები