საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავის მიერ დაანონსებულ აქციაზე, ევროპის მოედანზე ცოტა ხნის წინ მივიდა, ამბობს”
“ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად. ეს იყო ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის რასაც მიჩვეული ხართ, ანუ რაღაცა პარტიული შეხვედრები. აქ მოქალაქეები არიან ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ დღეს გამოხატოს, რომ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბედი, საქართველოს პერსპექტივა, ერთადერთი არის ევროპაში. ამისი ჩვენება გვინდოდა ჩვენ ერთმანეთისთვის”
მისი თქმით, “დღეს აქ [აქციაზე] პრეზიდენტი არ არის”.
როგორც გაირკვა, პრეზიდენტი დღეს ბაქოში მართლაც იმყოფებოდა, აქედან გამომდინარე, მთელი დღის განმავლობაში იყო ეჭვი, რომ შესაძლოა, პრეზიდენტი აქციაზე არ მისულიყო.
კომენტარები