“როგორც ვხედავთ, საქართველოს მოსახლეობა ამის [რუსული კანონის] წინააღმდეგია და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში განაცხადა, სადაც პარტია “ახალის” თანათავმჯდომარისა და ევროპარლამენტარების ერთობლივი ბრიფინგი იმართება.
“ჩვენ აქ ვდგავართ საქართველოს მხარდასაჭერად და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენ შარშან ზუსტად ამ საკითხის გამო გავერთიანდით იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის მიგვეცა ხმა. ეს ნამდვილად იყო ქართველი ხალხის ნების შეფასება, მათი ხანგრძლივი სწრაფვის, რომ ისევ შეუერთდნენ ევროპულ და დასავლურ სტრუქტურებს. შარშან ჩვენ ასევე ვნახეთ ქართველების მასობრივი გამოსვლები, აი, იმ კანონის საწინააღმდეგოდ, რომელსაც რუსულ კანონს უწოდებენ. იმიტომ, რომ ის ასახავს რუსულ კანონმდებლობას და ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებას. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მერე ჩვენ თვალყურს ვადევნებთ დასავლეთის კონსოლიდაციას უკრაინის დასახმარებლად და იმაში, რომ გამოვლინდეს მავნე რუსეთისა დასავლეთზე. ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ კონტროლი დაწესდეს ქართულ საზოგადოებაზე მაშინ, როდესაც ყველგან საქართველოში ხდება მცდელობა რუსული სანქციების არიდების. მაშინ, როცა ხდება ქართულ ეკონომიკაში რაღაც ბმულების დაკავშირება კრემლთან. ოლიგარქებთან, რომლებიც საქართველოში ცდილობენ გაავრცელონ რუსული გავლენა და ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ ამ კონკრეტულ კანონზე. ეს არის, ზოგად ტენდენციაზე და ჩვენ როგორც ვხედავთ, საქართველოს მოსახლეობა ამის წინააღმდეგია და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ,” – ამბობს ფოტიგა [სინქრონული თარგმანი].
მთავარი არხი
კომენტარები