დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა დედოფლის სიტყვის წაკითხვამდე რუსეთ – უკრაინის ომზე ისაუბრა და თქვა :
–ბრიტანეთი უკრაინის ურყევ მეგობრად რჩება, მაშინ როცა იგი აგრძელებს “გმირულ ბრძოლას აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ”
“ჩვენ არ შევკრთებით, არ დავნებდით მანამ, სანამ პუტინი არ დამარცხდება”. – თქვა ბორის ჯონსონმა.
ბორის ჯონსონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანა პუტინის აგრესიის სახით “უპროცენტო გამოწვევის წინაშე დგას”, ამიტომ მის წინააღმდეგ საჭიროა მსოფლიოს ერთიანობა.
“ეს ქვეყანა უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას. ვპასუხობთ პუტინის უკრაინაზე თავდასხმას, ვაერთიანებთ მსოფლიოს მისი აგრესიის წინააღმდეგ და ვაწესებთ სადამსჯელო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ”. – ამბობს ჯონსონი.
წელს გამოსვლა ელიზაბეტ მეორის ნაცვლად უელსის პრინცმა ჩარლზ მეორემ წაიკითხა.
დედოფლის გამოსვლა, მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც სამეფო, ასევე პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. იგი მონარქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლური მოვალეობაა, რადგან პარლამენტის სახელმწიფო გახსნის ცერემონიას წარმოადგენდა. გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოს გეგმის ერთგვარი პრეზენტაციაა, ამიტომ მის შინაარსზე კანონმდებლები დღეების განმავლობაში მწვავედ კამათობდნენ.
კომენტარები