ეკონომისტი, ირაკლი ლატარია:
“12 ქულით ვისწრებთ მოლდოვას და ყველა საკვანძო პარამეტრში კი – უკრაინას.
მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვართ კანდიდატი, სამაგიეროდ დსთ_ს წევრი მოლდოვა და კორუფციაში ჩაფლობილი უკრაინა _ კი.
მერე კიდე იტყვიან, ომი და ომში ყოფნა რა შუაში იყოო? შუაში არა, თავშია _ თავში და ვინც ამას არ აღიარებს და არ აფასებს, მას ობიექტურობასთან ძალიან შორს ჰქონია საქმე.
იმედია ახლა მაინც გადააფასებენ ყველაფერს ევროპარლამენტში და წელს მაინც მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს და ძალიან მალე გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანაც.
ისე ერთ რამეზე სულ მეფიქრება, საქართველო რომ მიწასთან იყოს ახლა გასწორებული (არადა რამდენი ნატრულობს ამას), ის ხალხი ვინც ფეისბუქიდან კალაშნიკოვის ლაიქითა და მბპ_ს გაზიარებით ბლატაობს, იცხოვრებდნენ საქართველოში? დარწმუნებული ვარ არა და სხვა ქვეყნიდან გაასწორებდნენ დღევანდელ ხელისუფლებას მიწასთან, ,,ომი როგორ ვერ აიცილეს თავიდან”_ მიზეზით…
უსამართლობის გრძნობა ყველაზე საშინელი შეგრძნებაა და ეს თუ წელსვე არ გადატყდა ევროპასთან მიმართებაში, აღარ ვიცი მომავალში რაზე შეიძლება რომ იმედები დავამყაროთ? ფაქტია, რომ გვეკუთვნოდა და არ მოგვცეს და ახლა ხომ მაინც ხედავთ ყველაფერს ისე, როგორც არის და არა ისე, როგორც თბილი ოთახიდან დაპოსტილი ფეისბუუქის ძალით….?”
კომენტარები