რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები მიმართავენ.
“სად მივდივართ?” – ჰკითხა აქციის მონაწილეებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ქართულ ენაზე, რაზეც მათ უპასუხეს: “ევროპაში!”
“ჩვენ არასდროს დაგტოვებთ მარტო”, – განაცხადა ლანდსბერგისმა.
“სა-ქართ-ვე-ლო”, – აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
“დღეს მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, იმის სათქმელად, რომ თქვენ არ ხართ მარტო!”, – განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მთავარი არხი
კომენტარები