ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა:
“ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ანტიევროპულ ნარატივს, რომელიც ძალიან მარტივად და სწრაფად ვრცელდება რუსეთის ტროლების ქარხნიდან. ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულებიც და კარგად შევაფასოთ, თუ რას ელოდება ხალხი ჩვენგან.
არსებობს რეალობა 2022 წლის 24 თებერვლამდე და რეალობა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ. ომმა მსოფლიო შეცვალა. დღეს გლობალური დემოკრატიის დღის წესრიგი ევროპას ისე მძიმედ აწევს, როგორც არასდროს. ჩვენ უნდა შევძლოთ ამის ტარება. ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ეს არ არის მომენტი როდესაც თაობაში ერთხელ ხდება. ეს არის მომენტი, როდესაც უნდა გავიგოთ, რომ ევროპაა ბუჩას ქუჩებში, მარიუპოლის გვირაბებშიც, ირპინის თავშესაფრებშიც – ევროპას ალტერნატივა არ აქვს. ევროპა იდეალური არ არის, შორს ვართ ამისგან, მაგრამ წარმოვადგენთ ლიბერალურ დემოკრატიას, პერსონალურ თავისუფლებას, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებას, ადგილს სადაც შეგიძლია იყო ის, ვინც გსურს. ევროპაში ვზეიმობთ მრავალფეროვნებას და ეს გვაძლევს საშუალებას განვითარდეთ და გავძლიერდეთ. ჩვენ ავაშენებთ უკრაინას. ჩვენ დავეხმარებით მათ, ვინც პუტინის ომს გამოექცა. უკრაინა გაიმარჯვებს და ევროპა იქნება მზად მომავალი თაობისთვის“
კომენტარები