“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა.
გიორგი ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა:
“შევხვდით ისრაელის ელჩს და ვისაუბრეთ, რაღა თქმა უნდა საარჩევნო გარემოზე, რომელიც არის ქვეყანაში, მაგრამ იმ დიდი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რაც არის საქართველოსა და ისრალეს შორის.
ისრაელს აქვს განვითარებული ეკონომიკა სოფლის მეურნეობისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება ებრაული ინვესტიციები საქართველოში, რომლებიც სწორედ ამ სექტორებში შექმნიან სამუშაო ადგილებს და დარწმუნებული ვარ ამას აუცილებლად შევძლებთ”
კომენტარები