ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მარია ქრისტინა ვან კოლდამი ამბობს, რომ უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტით შეშფოთებულია.
“ძალიან შეშფოთებული ვარ ამ კანონპროექტით, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ყოლა ნებისმიერი ქვეყნისთვის დიდი აქტივია. ეს კარგი გზაა რეფორმების პროცესის მხარდაჭერისთვის. ეს ბევრნაირად გამოიყენება საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად და არა მხოლოდ თბილისში. ეს არის საშუალება მზრუნველობისა და გვერდში დგომისთვის და ამისთვის ვართ აქ. ამას ვაკეთებთ, რომ სარგებელი მოვუტანოთ საქართველოს, მის მოსახლეობას, რეფორმების პროცესს.
ამ მხრივ უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის საჭიროებას ვერ ვხედავ, და როცა გამჭვირვალობაზე ვსაუბრობთ, არსებობს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სრულ გამჭვირვალობას. ჩვენ დონორები გამჭვირვალეები ვართ და საუკეთესო ზრახვები გვაქვს”.
კომენტარები