„გირჩი“ წევრი, დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი:
“მედიაში და პოლიტიკურ სივრცეში ბევრი დისკუსია გვქონდა აფხაზეთზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, ჩემი აზრით საშიში მოწოდებების გამო, რომ სიტუაცია უკრაინაში იმისათვის გამოვიყენოთ, რომ ჩვენ ძალით დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები. მე მგონი ყველა ადეკვატური პოლიტიკური ძალა თანხმდება იმაზე, რომ ჩვენ ძალა არ უნდა გამოვიყენოთ და მშვიდობიანად უნდა დავალაგოთ ურთიერთობა აფხაზებთან თუ ოსებთან და მშვიდობიანად დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები.
პრობლემა არის ის, რომ ამ დეკლარაციების იქით, რომ ჩვენ მშვიდობიანად უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები, არ იწყება საგნობრივი დისკუსია მართლა რა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ.
მე მოგიწოდებთ, რომ გარდა ზოგადი დეკლარაციებისა, მოდით დავფიქრდეთ როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, რომ მერე ეს ქვეყანა არა მარტო ჩვენ მოგვეწონოს, არამედ ჩვენს მეზობლებსაც და იმ თანამოქალაქეებს, რომელთაც ჩვენთან კომფლიქტი აქვთ ამ მომენტში“
კომენტარები