საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
,,ქართული ოცნების” ლიდერებმა დააშორეს ქვეყანა ევროკავშირის გზას, დაუპირისპირდნენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს და ქვეყანა აღარ დგას ევროკავშირის გზაზე და ჩვენ გვსურს, რომ საქართველო დაბრუნდეს ამ გზაზე.
ჩვენ გავგზავნით საქართველოში მისიას, ვიმსჯელებთ დარღვევებზე, და არჩევნები გამოძიებული უნდა იქნეს. მთავრობამ უნდა გადამწყვეტი ცვლილებები განახორციელოს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. საქართველო ვერ წაიწევს წინ ევროკავშირთან ურთიერთობაში მყარი ცვლილებების გარეშე.
ჩვენ მოვიწვევთ ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რომ წარუდგინოს წევრ სახელმწიფოებს თავისი შეფასებები საარჩევნო დარღვევების შესახებ, რათა წევრმა სახელმწიფოებმა მოისმინონ რას ვგულისხმობთ, როდესაც საარჩევნო დარღვევებზე ვსაუბრობთ.
ქართველ ხალხს მინდა გავუმეორო რაც ვუთხარი ერთი წლის წინ საქართველოში ბოლო ვიზიტისას: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია დარჩება, მაგრამ საქართველოს მთავრობის კურსი, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და საბაზისო პრინციპებს, მათ შორის იმას, თუ როგორ ჩატარდა არჩენები, ევროკავშირში ინტეგრაციისგან აშორებს.“
კომენტარები