სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“14 წლის წინ საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც დაგვანახა ნაცმოძრაობის რეალური სახე, რომელიც დღემდე ვერ მოიწმინდა და ვერ ჩამოირეცხა ამ მოძალადე და სისხლის მსმელემა ბანდამ! – სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ შეძრა სრულიათ ქვეყანა! უპირველეს ყოვლისა ეს იყო სიგნალი ახალგაზრდებისადმი, თუ რამე მიუღებელს გავაკეთებდით ან განვაცხადებდით ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გავიზიარებდით სანდროს და სხვა ჩაცხრილული ახალგაზრდების ბედს!
ეს იყო იმდროინდელი პოლიტიზირებული პოლიციის გამოხმაურება სააკაშვილის ცნობილი განცხადებაზე, რომელიც მან საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა და სადაც ძალოვნებს მოუწოდა ესროლათ ყველასთვის ნულოვანი ტოლერანტობით!
მე ქართული ოცნების მეხოტბე ნამდვილად არ ვარ და ძალიან კარგად ვხედავ მათ მიდგომებს და ერთი თამამად შემიძლია გითხრათ – ეს ხელისუფლება (ოცნება) განსხვავებით ნაცებისგან ახალგაზრდებს არ კლავს! – 2006 წელის 28 იანვარს ქვეყანაში დატრიალებულმა უბედურებამ მე და ჩემი უამრავი მეგობარი გარეთ გამოგვიყვანა, აგვიძულა უარი გვეთქვა პირად ცხოვრებაზე და ჩვენი ახალგაზრდობა გაგვეცვალა კოლექტიურ სააკაშვილებთან ბრძოლაში! – ნაცმოძრაობა, სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ახალაიები და ძმანი და დანი მათნი ვეღარასოდეს დაბრუნდებიან ქვეყნის სათავეში, რაც არ უნდა პროვოკაცეიები და ინტრიგები ხლართონ! ჩვენ გვახსოვს სანდრო! ჩვენ დღემდე გვტიკა ჩაცხრილული ახალგაზრდები! – მე პირადად თუნდ სიკვდილად მიღირდეს ვერ და არ დავუშვებ ჩემი შვილები ანალოგიურ ტერორში გაიზარდონ და სიცოცხლის ფასადაც, რომ მიღირდეს ნაცმოძრაობის ბოგინს შევეწინააღმდეგები!”
კომენტარები