მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“ამ უსამართლობის შემყურე, ჩვენ გვინდა, რომ ბოროტმოქმედნი დღესვე დაისაჯონ, ახლავე, ამ წამს, ჩვენ თვალწინ. მაგრამ ეს შეიძლება არ მოხდეს, როგორც შეიძლება, მაგალითად, ვერ დაიჭირონ რომელიმე დამნაშავე. მაგრამ დამნაშავეებს იჭერენ, დღეს თუ არა, ხვალ უეჭველი. მიწიერ სასამართლოს რომ გაექცეს კიდეც, კოსმიურს ვერ დაუსხლტება. ეს გრებენშიკოვის სიმღერამ გამახსენა, რომელმაც მშვენივრად იცის, რას ნიშნავს საშინლად გაბანძებული კარმა. სიმღერაში ასეთი სიტყვებია: “ახლა კი დამკაში ხარ გასული, მაგრამ მერე როგორ აცეკვდები, მთებიდან ტრამონტანა რომ დაუბერავს?!”
კომენტარები