“არავის სერიოზულად არ მიუღია” – ასე უპასუხა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა “მეორე ფრონტის” შესახებ დასმულ შეკითხვაზე, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
“ჩვენ გვინდა რომ საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეს საქართველოს და უკრაინას, მათი დაპირისპირებით რუსეთი სარგებლობს.
მეორე ფრონტთან დაკავშირებით უნდა ითქვას შემდგი, ეს გრძელი ამბავია, არავის სერიოზულად ეს არ მიუღია და ამის შესახებ არც მოწოდებები არ გვსმენია უკრაინიდან ან სხვადასხვა პირების მხრიდან”
კომენტარები