დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.
ჟურნალისტი,ინგა გრიგოლია ამბობს, რომ სასამართლო ბიძინა ივანიშვილის გარეშე გადაწყვეტილებას არ იღებს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ,,მთავარი არხის” დამფუძნებლის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს.
“ერთადერთი, თუ იმედზე გვინდა ვილაპარაკოთ, გვიახლოვდება ის დრო, როცა გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, სტატუსთან.
თუკი ხელისუფლება მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ჩემთვის ეს იქნება ერთადერთი ახსნა.
ჩვენ გვყავს მონა სასამართლო, მთელი თავისი კორპუსით, მონა მოსამართლეთა 99% -იანი შემადგენლობით, ამიტომ არ მჯერა, რომ მოსამართლე თავისი გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ზეწოლამ გამოიღოს შედეგი.
ზოგადად, როცა სასამართლოზე მიდგება საქმე, ყველაზე უიმედოდ მაშინ ვარ – აცხადებს გრიგოლია.
კომენტარები