დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში უფრო გაიზარდოს და დღეში მინიმუმ 3 000 აცრა ჩატარდეს.
“დღეს დილისთვის ქვეყანაში აცრილია 11 603 ადამიანი. ანუ დღეში საშუალოდ 1000 აცრა გვაქვს. გარკვეული ჩავარდნა ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ გვქონდა. ახლა ყოველდღიურად 1000-ზე ოდნავ მეტია, მაგრამ მაინც ცოტაა. ამ ეტაპზე, ჩვენ გვჭირდება სულ მინიმუმ 3 000 აცრა დღეში. ვაქცინა ქვეყანაში უკვე არის სამყოფი. ამიტომ, თავისუფლად შეგვიძლია გავზარდოთ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები