იურისტი ბაჩანა შენგელია:
,,
ყველასათვის ცხადია, რომ გამოსახლება უმძიმესი პროცესია და როგორც წესი, თითოეული ასეთი საქმის უკან დიდი ადამიანური ტრაგედია დგას. ასევე გასაგებია, რომ ვალის ამოღების იძულებითი ბერკეტის გარეშე ეკონომიკა უბრალოდ ჩამოიშლება, თუმცა აქ სხვა რამეზე მინდა დავწერო.
2018 წელს მმართველმა პარტიამ მიიღო სამოქალაქო კოდექსში ცვლილება, რომლის თანახმად აიკრძალა ფიზიკურ პირებს შორის სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა (გამონაკლისი იყო ბინით სარგებლობის უფლებით იპოთეკით დატვირთვა) და ეს ყველაფერი შეიფუთა ხალხზე ზრუნვის მოტივით.
ამ ცვლილებამ გამოიღო აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი, ვინაიდან სესხის და იპოთეკის ნაცვლად, ხალხმა დაიწყო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება გამოსყიდვის უფლებით. ანუ სესხს და იპოთეკას კი არ აფორმებდნენ, არამეს პირდაპირ კრედიტორს უფორმებდნენ ბინას და თუ დათქმულ დროს არ მოხდებოდა კრედიტის დაფარვა, ბინა რჩებოდა კრედიტორს, ყოველგვარი აღსრულების, ან მესაკუთრის მხრიდან რეალიზაციით ვალის გადაფარვის შანსის გარეშე.
ასეთი გარიგებების რიცხვმა 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს მოიმატა ხუთჯერ!!! ანუ ხუთჯერ მეტი ადამიანი დადგა ბინის გაცილებით იოლად დაკარგვის საფრთხის წინაშე.
ეს კანონს იყო მავნებლობა, რომელზე პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა არ აიღებს მთავრობა. ახლა გააკეთებენ განცხადებებს, თუ როგორ იზრუნებენ გამოსახლებულებზე, მერე ალბათ მერია იტყვის, რომ მათ უსასყიდლოდ გამოუყოფს დროებით საცხოვრებელს და ასე შეეცდებიან ამ პრობლემის სათავის მიჩქმალვას. ჩვენ კი ხვალიდან დავიწყებთ ისევ ხაჭაპურის ფასების კრიტიკას, ან ბაბი კირკიტაძეს ფრენას დავუწუნებთ, ან სტალინის და წმინდა მატრონას შეხვედრის შეუძლებლობაზე ვიმსჯელებთ ბრძნული გამომეტყველებით. ეჰ “
კომენტარები