დამოუკიდებელი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი:
“ეს არჩევნებიც “მივაძაღლეთ”…
სამწუხაროდ, პოლიტიკური პოლარიზაციის ძალიან მაღალი ციფრი დაფიქსირდა დიდ ქალაქებში, რაც, წესით, სერიოზული განსჯის საგანი უნდა გახდეს. მმართველ პარტიას სერიოზული ანალიზის ჩატარება სჭირდება, მმართველობის სტილის, საკადრო პოლიტიკის, ადგილებზე კადრების შერჩევაში ნაცნობ-მეგობრების აქტიურობის, “პაწა” ჩაწყობების და “პაწა” პროტექციონიზმის, რომელიც ჯამში შესამჩნევია; ცოტაც, პირადი ინიციატივის ნაკლებობის, ცოტაც, თვითიმედოვნების, ზოგჯერ წამგებიანი სიხისტის, და კიდევ სხვა და სხვა.
მადლობა, რომ გარე ომები არ გვქონია, ბოლო 9 წლის მანძილზე, მაგრამ მეტისმეტად დაიღალა ქართული საზოგადოება ქრონიკული შიდა ომით. სიმშვიდის კონტურებიც რომ არ ჩანს!
P.S.
-მხარდამჭერებისგან ქება სასიამოვნო მოსასმენია, ვიცი;
-მტრისგან ლანძღვა ყურს ჭრის, მაგრამ, როცა იცი, დესტრუქციული შიდა მტრის მოტივაცია, “ატარებ”, ბევრს ითმენ, სხვა რა გზაა;
-სიმართლის მთქმელი და სიმართლის მომსმენი გაკლია, “ოცნებავ”!
-ჩვენ კი მივეცით ხმა “არა ნაცებს”, მაგრამ, იქნებ თქვენც გადაგეხედათ რაღაც-რაღაცებისთვის?!”
კომენტარები