აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ გრენლანდიას 100%-ით მიიღებს. ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ მივიღებთ გრენლანდიას. დიახ, 100%-ით“, – თქვა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, არის კარგი შესაძლებლობა, რომ ეს მოხდეს სამხედრო ძალის გარეშე, თუმცა, მისი თქმით, არაფერს გამორიცხავს.
ეს განცხადება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიცე-პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, ვიზიტით გრენლანდიაში იმყოფებოდა, სადაც ამერიკული ბაზა მოინახულა.
შეკითხვაზე, – რა სიგნალს გაუგზავნის გრენლანდიის მიღება რუსეთს და დანარჩენ მსოფლიოს? – დონალდ ტრამპმა თქვა: „ამაზე არ ვფიქრობ. სინამდვილეში, ეს არ მადარდებს. გრენლანდია არის ძალიან განცალკევებული საკითხი, ძალიან განსხვავებული. ეს არის საერთაშორისო მშვიდობა. ეს არის საერთაშორისო უსაფრთხოება და სიძლიერე. თქვენ გაქვთ ხომალდები, რომლებიც დაცურავენ გრენლანდიის გასწვრივ რუსეთიდან, ჩინეთიდან და მრავალი სხვა ადგილიდან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მოხდეს ისეთი რამ, რაც დააზარალებს მსოფლიოს ან შეერთებულ შტატებს“, – თქვა ტრამპმა ინტერვიუში.
კომენტარები