• რეკლამა
  • კონტაქტი
20:05, სამშაბათი, 20 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ მოვდივართ კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმით, აღმშენებლობის ხედვითა და დაპირებული სიტყვის საქმად ქცევის უნარით” – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
19:26 08-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

“ლელომ” აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატების და პარტიული სია წარდგინა. წარდგენის ღონისძიებას “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პოლიტიკური გაერთიანების სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.
 
დღეს ჩვენ საქართველოს ულამაზეს კუთხეში –  აჭარაში და მის გულში – ბათუმში შევიკრიბეთ.
შევიკრიბეთ ქალაქში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი ფორპოსტია.
ქალაქში, სადაც შეიქმნა პორტო ფრანკო – პირველი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც აშენდა პირველი ნავსადგური, რომელიც თავისი მნიშვნელობით და ტვირთბრუნვით შავი ზღვის პორტების საუკეთესო ხუთეულში შედიოდა.  
 დღეს, სამწუხაროდ, ეს ის ქალაქი აღარ არის. ბათუმს დღითიდღე უკარგავენ ღირებულებას და ისტორიას, აქრობენ ძველი ბათუმის განუმეორებელ და კოლორიტულ სახეს, უკონტროლო მშენებლობებით აქცევენ შუშისა და ბეტონის ჯურღმულად. აქ კიდევ უფრო მეტად ყვავის ნეპოტიზმი და კორუფცია, აქ კიდევ უფრო მეტად ახრჩობენ თავისუფალ სიტყვას, აქ კიდევ უფრო რთულია შვილების აღზრდა, კიდევ უფრო ძნელად ხელმისაწვდომია ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა, პრობლემურია სამუშაო ადგილის პოვნა და გაუსაძლისია ცხოვრება პენსიონრისთვის. ეროვნული ტრაგედიაა, რომ აჭარის 11 სკოლიდან მხოლოდ ერთს ეყოლება ერთადერთი პირველკლასელი,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარემ  „ლელო საქართველოსთვის“ იმ  კონკრეტულ პროგრამაზეც ისაუბრა, რომლითაც პარტია აჭარის რეგიონში მუშაობას აპირებს. 

“ჩვენ მოვდივართ  კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმით, აღმშენებლობის ხედვითა და დაპირებული სიტყვის საქმად ქცევის უნარით.
„ლელო“ იწყებს ბრძოლას აჭარისთვის, ბათუმისთვის, თითოეული თქვენგანისთვის! “ლელო“ არის ახალი ძალა, ახალი იმედი. ახალი ფერი.
ლელო არის თქვენი ძალა რეალური ცვლილებებისთვის! “ლელო“ არის ძალა, რომელიც თქვენთვის შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ერთხელ და სამუდამოდ წელში გამართავს ყველა ოჯახს საქართველოში, შექმნის ძლიერ საშუალო ფენას, შემოიტანს უცხოურ ინვესტიციას ჩვენი ეკონიმიკის განვითარებისთვის, ფეხზე დააყენებს მცირე და საშუალო ბიზნესს. “ლელო“ არის ძალა, რომელიც შექმნის  და განავითარებს მძლავრ საზღვაო ინდუსტრიას, ბათუმს აქცევს საზღვაო ცენტრად, საფუძველს ჩაუყრის ქართულ გემთმშენებლობას. “ლელო“ არის ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ ექსპორტს და განავითარებს ადგილობრივ წარმოებას – აჭარულ თამბაქოს , კარტოფილს თუ ციტრუსს და გაუხსნის გასაღების ახალ ბაზრებს.   “ლელო“ არის ძალა, რომელიც დადებს ბათუმის სწორი ურბანული განვითარების გეგმას, შეწყვეტს ქაოტურ მშენებლობას და ქალაქს დაუბრუნებს განსაკუთრებულ სულსა და სილამაზეს, “ლელო“ არის ძალა, რომელიც ქალაქს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრად აქცევს, რადგან არ შეიძლება, ბათუმი კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესის ქალაქი იყოს,”- აცხადებს ხაზარაძე. 
 
მამუკა ხაზარაძის თქმით, არ შეიძლება ბათუმი მხოლოდ ზაფხულის ორ თვეს მუშაობდეს, ხოლო დანარჩენი 10 თვე უსიცოცხლო ჭაობში იყოს ჩაძირული.
რადგან როგორც დიდმა აჭარელმა პოეტმა, ფრიდონ ხალვაშმა თქვა „ბათუმი არა ქვეყნის კიდეა, ბათუმი ქვეყნის დასაწყისია!“ ბათუმი საქართველოს დასაწყისია და ჩვენი ქვეყნის განვითარება, გაძლიერება და გამარჯვება სწორედ ბათუმიდან უნდა დავიწყოთ!


ჩვენ თქვენთან ერთად გავაკეთებთ ამას. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ
და დავდებთ ლელოს თქვენთვის, ბათუმისთვის, აჭარისთვის,
ლელო საქართველოსთვის!”

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

18:49 05-19-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved