აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს განცხადებით, არჩევნები ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მისივე თქმით, დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NPR ავრცელებს.
“ტრამპის ადმინისტრაცია მეორე ვადაში შეუფერხებლად გადავა. ჩვენ მზად ვართ”, — აცხადებს მაიკ პომპეო.
გამოცემის ცნობით, ჟურნალისტის კითხვაზე, ემზადება თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ბაიდენის გუნდთან სამუშაოდ, ასევე, ამ საკითხში რაიმე ტიპის შეფერხება გაზრდის თუ არა ეროვნული უსაფრთხოების პოტენციურ რისკს, ან ხელს შეუშლის ძალაუფლების შეუფერხებლად გადაცემას, პომპეომ პირდაპირი პასუხი არ გასცა. გამოცემის განმარტებით, კითხვისგან თავის არიდება გულისხმობდა, რომ ძალაუფლების გადაცემა საჭირო არ იქნება.
გარდა ამისა, პომპეოს თქმით, დარწმუნებულია, რომ დაითვლიან ყველა კანონიერ ხმას.
“დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ხმები, რომელიც არაკანონიერია, დათვლისას არ ჩაითვლება”, — აღნიშნა მაიკ პომპეომ.
7 ნოემბერს, წინასწარი მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც რამდენიმე მსხვილი ამერიკული მედია აწარმოებს, აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება. ჯერჯერობით ყველა შტატში ხმები დათვლილი ბოლომდე არ არის.
მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს. გამოცემა POLITICO-ს ცნობით, მაიკ პომპეო ერთ-ერთია იმ მაღალი თანამდებობის პირთა შორის, ვინც გასული კვირის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება.
ჯო ბაიდენმა არჩეული პრეზიდენტის რანგში ერს უკვე მიმართა. არაერთმა მსოფლიო ლიდერმა კი, მათ შორის გერმანიის კანცლერმა, კანადის პრემიერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბაიდენს გამარჯვება უკვე მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 17-18 ნოემბერს საქართველოში ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ე
კომენტარები