თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯაბა სამუშია, პალიტრანიუსთან, რუსეთ–უკრაინის ომზე საუბრისას, ამბობს:
“რუსეთს უკვე წაგებული აქვს ეს ომი, იმიტომ რომ ის, რაც მსოფლიოში მოხდა და ყველა არის რეალურად, რუსეთის წინააღმდეგ, არ არსებობს სახელმწიფო რომელმაც არ დაიკავოს უკრაინის და იგივე საქართველოს პოზიცია, ამას ნუ გაყოფთ, ჩვენ ომში ვართ, სხვათა შორის, კანონმდებლობითაც ომში ვართ, ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი გვაქვს მიღებული. თითქოსდა რუსეთის მოკავშირე ირანმაც კი რა განცხადება გააკეთა გუშინ – განაცხადა ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასო. რუსეთს ეს ომი წაგებული აქვს, არ შეიძლება 21–ე საკუნეში ტოტალიტარულმა რეჟიმმა რაიმე მოიგოს. იქ ჯერ კიდევ ჩაბუდებულია იმპერიული აზროვნება და ეს არის კაგებეშნიკური მეთოდი.”
კომენტარები