სოციალურ გვერდზე “ფოტო ხელოვნება” ქვეყნდება ფოტო და ტექსტი:
“წეღან ვიყავი უბნის მაღაზიაში, რამდენიმე ადამიანი იყო შესული და კონსულტანტმა მოცდა გვთხოვა. 5 ადამიანი ვიყავით დაახლოებით და ყველა დაველოდეთ მშვიდად, გამოვიდნენ ისინი, შევედით ჩვენ. ყველა ვემორჩილებით კანონს, ყველა ვცდილობთ, დავიცვათ რეკომენდაციები და არ გადაგვედოს ვირუსი ან არ გავხდეთ მატარებლებლები.
და ამ ფონზე ეს ხდება სიონში. არ ვიცი ამას რა დავარქვა. ესენი ყველას გვიქმნიან საფრთხეს. შეიძლება ჩვენ და ჩვენი შვილები რეკომენდაციებს ვიცავთ, სახლიდან ვმუშაობთ, სახლიდან ვსწავლობთ, მაგრამ შეიძლება აი ამათი დაუდევრობით მოხდეს ვირუსის აფეთქება და ამდენი ბრძოლა ჩაიყაროს წყალში. მართლა არ ვიცი ახლა ამ ადამიანებს რა ვუწოდო”
კომენტარები