მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა:
“უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა და დღეს მსოფლიოში და ევროპაში ძალიან მძიმე ვითარებაა. მე მინდა ასევე შევახსენო, დაწყებული აშშ-ის პრეზიდენტით, შემდეგ ევროპის სახელმწიფოების ლიდერები საჯაროდ მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს რომ არ მიიღონ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში და თავიანთი სოლიდარობა გამოხატონ სხვა მიმართულებით, ჩვენ როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, რა თქმა უნდა, ვართ ვალდებული, რომ ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე და ჩვენი თითოეული ნაბიჯი კარგად უნდა იყოს გააზრებული, აწონილი, შეფასებული, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანას არ შევუქმნათ პრობლემები. მთავარი ჩვენი ვალდებულებაა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა ქვეყანაში, რაც განმსაზღვრელია კეთილდღეობის. ჩვენ სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, საკმარისია, ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით. ეს არის გონივრული პოლიტიკა, ესაა ეროვნული პოლიტიკაა და არა ომით და მით უმეტეს, წაუგებელ ომებში ჩვენი ხალხის შეყვანით.”
კომენტარები