მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მთავრობა ეფექტიანად მუშაობდა კორონავირუსის გავრცელების შეჩერების წინააღმდეგ, დღეს უკვე ჩვენ გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირისუსით დაინფიცირების რიცხვები გაიზარდება და ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ. „ჩვენ შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივართ. ეს გადასვლა არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, პირველ რიგში კი, ჯანდაცვის სისტემა, ჯანდაცის სისტემის მზაობა ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს მზად გაზრდილი რაოდენობის პოაციენტების მომსახურებისთვის“
კომენტარები