მწერალი, ირაკლი კაკაბაძე:
“მეგობრებო,
მაშ რატომ მოჰკლა კლიტემნესტრამ აგამემნონი?
მე ვუყურებ წიგნის დუქნების თაროებს,
თანამედროვე აკროპოლისის პოლისში..
სამყარო საოცრად ლამაზია დღეს,
და გასაოცარი, როგორც ერთს წარმოუდგენია..
რომელიც უამრავი დუქნით არის მოფენილი,
სადაც თითქმის ყველა გამყიდველია;
ისინი იმდენად არაჩვეულებრივები არიან –
რომ შენ არ გინდა უკვე ვაჭრობა;
გასაოცარია, არა, მეგობრებო:
და მაინც: რატომ მოჰკლა კლიტემნესტრამ აგამემნონი?
დღეს, როცა ახალ ამბებს კითხულობ:
აღმოაჩენ უამრავ მკვლელობას ტროაში.
ათასობით – და შეიძლება მეტიც..
ისინი გვატყუებენ მუდამ –
რომ ეს სამყარო ნაცრისფერია;
და ჩვენ უნდა ვისხდეთ და ვილოცოთ –
და მათ იმდენი იარაღი აქვთ –
საკუთარ ელექტრო-მაღაზიებში;
რომ მოატყუონ ჩვენი შვილები რომ მკვლელობა
ძალიან კარგია;
და მათ ყველა ამ იარაღის მოყიდვა უნდათ:
მაგრამ ბოსფორი ისევ გამჭვირვალეა;
ყველაფერი კარგად სჩანს – ჩანს.
აქ ორი სამყარო ეჯახება ერთმანეთს:
ზევსის სამყარო
და
პრომეთეს სამყარო;
და მაინც, რატომ მოკლა კლიტემნესტრამ
აგამემნონი?
რატომ არ მთავრდება გაუთავებელი
ვაჭრობა იმ მსოფლიოში,
სადაც ამდენი ბავშვი კვდება
ყოველდღე
შიმშილისაგან;
მსოფლიოს საკვების ორგანიზაცია
ერთ მილიარდ მშიერს მოითვლის;
და ახლა ჩვენ გვაქვს პანდემია,
ჩვენ გვაქვს ინფიცირება;
და მეტ დეიმონიც გვყავს.
ის იქ იყო და არ მოკვდა;
და ჩვენ გვინდა გადარჩენა
და გვეშინია ბიოპოლიტიკის;
ჩვენ გვიყვარს ფუკო
და სწორად არ გვესმის დერიდა;
ჩვენი ლოგიკის სამყარო ინგრევა
ამ დიდ შოპინგ მოლებთან ერთად;
ჩვენ შევჭამეთ საკუთარი თავი –
ბოლო ხუთი ათასი წლის
გან მავ ლო ბაში..”
კომენტარები