მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე:
“ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იზრდება კოვიდ-19 „შემოტევის“ რისკები
1. მოდის ახალი ვარიანტი/შტამი ომიკრონი. ცნობილია რომ გავრცელების სიჩქარით უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე დელტა ვარიანტი. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, სხვა ვარიანტებთან/შტამებთან შედარებით უფრო აგრესიულია თუ არა.
2. მოსახლეობის >60% აუცრელია რაც ზრდის საავადმყოფოების გადატვირთვის საშიშროებას;
3. დაიწყო გრიპის სეზონი. ორი ვირუსილი ინფექციით ერთდროულად ინფიცირება (თვინდემია) გაცილებით საშიშია ვიდრე მხოლოდ კოვიდ-19 ან მხოლოდ გრიპი.
4. საზღვრები „ღიაა“ ახალი ვარიენტების/შტამების შემოსასვლელად, რადგან საქართველოში შემომსვლელებს, რომლებიც ვაქცინირებულები არიან, არ ვთხოვთ PCR ტესტს (ორჯერ/სრულად აცრილებმაც შეიძლება შემოიტანოს SARS-CoV-2 რომელიმე ვარიანტი/შტამი);
დავწერდი რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ პროაქტიულად, მაგრამ აზრი არ აქვს – არ გააკეთებენ.
ამიტომ ჩვენს თავს ჩვენვე უნდა მივხედოთ – ვაქცინაცია, პირბადე, გლიპერა, დისტანცია, ჰიგიენა.
ჯანმრთელობას გისურვებთ”
კომენტარები