საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯთან მიმართებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა:
„ჩვენ ხომ წინასაარჩევნო გეგმებში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ, ხომ 15 წელია ამაზე ვლაპარაკობთ. გუშინ ვუსმინე დავით ხიდაშელს და მან თქვა, რომ დოკუმენტაცია ჩამოიტანა აგვისტოში და გადასცა თავდაცვის სამინისტოს. მერე, თვითონ მიადევნეთ თვალი.
ძალიან არასწორი და ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება. შესაძლოა, რომ ეს ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს ამ მიმართულებით გასარჩევი საკითხი. დაველოდოთ, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და ვნახოთ რა იქნება”
კომენტარები