უფლებადამცველი, თამარ იარაჯული:
წლების წინ ჩემს ფეისბუქ გვერდს თუ ჩაყვებით ნახავთ რომ საბა ქუთელიას გამო ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ მე და ნათიამ საბას დედამ ხან კანცელარიის წინ ხან ჯანდაცვის სამინისტროს წინ ხან კონსილიუმებს ვითხოვდით ხან შველას ხან ბავშვის გადარჩენას ხან რას ხან რას და ეს ყველაზე კარგად თქვენ გემახსოვრებათ ჟურნალისტებო,
საბა მძიმდებოდა უჭირდა ყლაპვა სუნთქვა რომ ჭამდა ხშირად სასულეში ცდებოდა საჭმელი რა არ გავაკეთეთ რა არ ვიბრძოლეთ და ყველა გზა ფსიქიატრიულისკენ მიდიოდა.ბოლოდ მარტოხელა უძლიერესმა დედამ გადაწყვიტა წასულიყო ქვეყნიდან შვილის გადასარჩენად სამკურნალოდ თავისუფლებისთვის შვილის და საკუთარი და ეხლა დამძიმდა ისე დამძიმდა რომ რეანიმაციაშია და იცით კოვიდთან ერთად რა აღმოჩდა წანაზარდი საყლაპავში წლების რომელიც იწვევდა იმას რაც ჭირდა და როგორ უჭირდა სუნთქვა ეხლა ეს კოვიდის დადასტურების გამო დადგინდა რადგან ამდენი გადაცდენილი საკვების გამო ფილტვში ბაქტერია აქვს და უცხო ქვეყანაში წასულს ეუბნებიან რომ თავის ქვეყანა უსაფრთხოა და ქვეყანა უნდა დატოვოს ნუ ეხლა არ დაატოვებინებ იქამდე მაინც სანამ საბა შეძლებს.ასეთია ჩვენი ცხოვრება გინდ დაიჯერეთ გინდ არა ჩვენ უდიპლომო ექიმები ვართ დედები ვისი შვილიც ფოჩის ფასად არ უღირს სახელმწიფოს
მოკლედ ნათიას ძალიან მძიმე პერიოდი აქვს მოუვიდა ქვეყანა დატოვე და ცდილობს დაამტკიცოს რომ მისი ქვეყანა დიდი საფრთხეა მისი შვილისთვის ამისთვის ჭირდება ფინანსური მხარდაჭერა რომ თარგმნოს და აიყვანოს ძლიერი ადვოკატი არ ვიცი როგორ მოგიყვეთ ამ დედა შვილის ისტორია რომელიც საზღვერებს გასცდა და ეხლა ებრძვიან რეანიმაციაში სიცოცხლესსაბუკა კარგად უნდა იყოს და ეხლა ჩვენ უნდა დავეხმაროთ და მერე უნდა ყველამ შევცვალოთ ეს ჩვენი ქვეყანა იცით რატომ ჩვენი შვილები რომელთაც აუტიზმის ან სხვა დიაგნოზის გატდა ჯანმრთელობის პრობლრმას სასიკვდილოდ მიყავთ!”
კომენტარები